ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომა
მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი" და „სინოვაკი", რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა. ჩვენ მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარს შეადგენს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" პრეზენტაციაზე განაცხადა.