სვანეთში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება
თემები:
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
https://sputnik-georgia.com/weather/20210730/252461321/svaneTSstiqiis-SedegebTan-brZola-grZeldeba.html
ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზების, ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლენტეხში
ბოლო დღეებში გადაუღებელმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სერიოზული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო სვანეთშიც. ინტენსიური წვიმების შედეგად დაიმეწყრა მესტია–უშგულის საავტომობილო გზა, წაქცეული იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ელექტროსადენები. სტიქიამ 20-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა.
დღეს არსებულ სიტუაციას ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან ერთად გაეცნო.