comparemela.com


პრესკონფერენცია: მიწისძვრა და მეწყერი – რით ემუქრება ბუნება საქართველოს
©
Sputnik / Alexander Imedashvili
3
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
https://sputnik-georgia.com/pressclub/20210804/252496721/miwiszvra-da-mewyeri-rit-emuqreba-buneba-saqartvelos.html
„Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პრესკონფერენცია თემაზე „მიწისძვრა და მეწყერი – რით ემუქრება ბუნება საქართველოს“ ოთხშაბათს, 4 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა – 7-ბალიანი მაგნიტუდის 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
ბოლო პერიოდში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ სამებასთან მიწისძვრები გახშირდა. ზაფხულის დასაწყისიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მომატებულმა სეისმოაქტივობამ? ახლო მომავალში მოსალოდნელია თუ არა ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები? მართალია თუ არა, რომ აფტერშოკები მიწისძვრებზე მეტად საშიშია?
ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გასცემს:
– დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი
თეა გოდოლაძე.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:

Related Keywords

Tbilisi ,Georgia General ,Georgia , ,National Center ,Shutdown Nature Georgia ,National Center Director Tea ,David Builder Avenue ,ஜார்ஜியா ,தேசிய மையம் ,

© 2024 Vimarsana

comparemela.com © 2020. All Rights Reserved.