comparemela.com


ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა
©
Sputnik / Alexander Imedashvili
61
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
ამჟამად ვასაძე სტამბოლში კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევებზე იმყოფება, რადგან ბოლო ორ თვეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
თბილისი, 27 ივნისი  – Sputnik. მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს არ დაუშვან თბილისში „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება და რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს კონტრაქცია მოაწყონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ თბილისის ცენტრში 5 ივლისს „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად“. მარშის მონაწილეებს ხელისუფლებისადმი რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული კუთვნილების მიუხედავად დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ებრძოლოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს.
©
Sputnik / Alexander Imedashvili
როგორც Facebook-ჩართვის დროს ვასაძემ თავის „ფოლოვერებს“ უამბო, გუშინწინ ამოიწურა 10-დღიანი ულტიმატუმის ვადა, რომელიც მან ხელისუფლებას შეუთვალა. მან ხელისუფლებას მოსთხოვა „თბილისი პრაიდის“ მარშის ჩატარების გაუქმება და გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღება.
„5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე პირადად დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან... ამ უმსგავსობის ჩატარება 12:00 საათზე უნდათ და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ“, - განაცხადა ვასაძემ.
პოლიტიკოსმა ასევე მოუწოდა თავის მომხრეებს, არ გამოიყენონ ძალა „პრაიდის კვირეულის“ მონაწილეთა წინააღმდეგ.
©
photo: Sputnik / Valeriy Levitin
ამჟამად ვასაძე სტამბოლში კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევებს გადის.
პოლიტიკოსმა ასევე უამბო თავის მხარდამჭერებს, რომ გაიარა კონსულტაციები ექიმებთან თბილისში და მოსკოვში, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათანობით გაუარესდა. მას აწუხებს სისუსტე, კიდურების შეშუპება, ორგანოთა მუშაობის მოშლა.
ლევან ვასაძემ პირობა მისცა თავის მომხრეებს, რომ 5 ივლისისთვის ის თავს უკეთესად იგრძნობს და მივა რუსთაველის გამზირზე, რადგან ლგბტ-საზოგადოების აქციები „რეგიონისთვის დაუშვებელია“.
მთავარი თემები

Related Keywords

Moscow ,Moskva ,Russia ,Istanbul ,Turkey ,Tbilisi ,Georgia General ,Georgia , ,Rustaveli Avenue July ,Rustaveli Avenue ,Istanbul Medical ,மாஸ்கோ ,மோசிக்குவா ,ரஷ்யா ,இஸ்தான்புல் ,வான்கோழி ,ஜார்ஜியா ,இஸ்தான்புல் மருத்துவ ,

© 2024 Vimarsana

comparemela.com © 2020. All Rights Reserved.