comparemela.com


ორ ზღვას დააკავშირებს: ერდოღანმა სტამბოლის არხის მშენებლობას სტარტი მისცა
©
AP Photo / Pool
46
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
https://sputnik-georgia.com/world/20210627/252140922/or-zRvas-daakavSirebs-erdoRanma-stambolis-arxis-mSeneblobas-starti-misca.html
პროექტის თანახმად, შავ და მარმარილოს ზღვებს შორის 45-50-კილომეტრიანი არხი სტამბოლის ჩრდილოეთით უნდა გაითხაროს. მისი ღირებულება 10 მლრდ დოლარს შეადგენს.
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა შაბათს სტამბოლის არხის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
Kanal Istanbul Project ბოსფორის სრუტის პარალელურად გაიჭრება და ის შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს.
ერდოღანმა სიმბოლურ ღილაკს დააჭირა და ამით პროექტის რეალიზაციას სტარტი მისცა. მშენებლობა დაიწყება ექვსიდან ერთ-ერთი ხიდის მშენებლობით, რომელიც მომავალ არხს გადაკვეთს.
©
photo: Sputnik / Антон Денисов
„დღეს ჩვენ თურქეთის განვითარების ახალ ფურცელს ვშლით - პირველ აგურს ვდებთ პირველი ხიდის მშენებლობაში სტამბოლის არსზე, რომელიც 45 კილომეტრის სიგრძის, 275 მეტრის სიგანის და 21 მეტრის სიღრმის იქნება. მსურს, რომ მან სიკეთე მოუტანოს სტამბოლს, თურქეთსა და მთლიანად ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ერდოღანმა არხის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე. ტრანსლაცია თურქეთის ლიდერის Twitter-ით გადაიცემოდა.
მისი თქმით, მსოფლიოში წყლის არტერიებს შორის ბოსფორი ყველაზე დიდ დატვირთვას განიცდის.
„დღეს ბოსფორში წელიწადში 45 ათასი გემი გადის. თითოეული გემის გავლას ქალაქისთვის დიდი რისკები მოაქვს, ისინი სხვადასხვა ტვირთს ეზიდებიან და ავარიის შემთხვევაში ქალაქს დიდი საფრთხე ემუქრება, რაც უკავშირდება ხანძრებსა და ნგრევას, მათ შორის კულტურული ფასეულობების“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არსებული გათვლებით, 2050 წლისთვის ბოსფორში წელიწადში უკვე 78 გემი გაივლის, ხოლო უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფა მხოლოდ 25 ათასი გემისთვის არის შესაძლებელი.
©
photo: Sputnik / Ruslan Krivobok
პროექტის თანახმად, 45-50 კილომეტრის სიგრძის არხი მარმარილოს და შავ ზღვებს დააკავშირებს. მისი სიღრმე შეადგენს 25 მეტრს, ხოლო სიგანე  - 150 მეტრს. პროექტის ღირებულება 10 მლრდ დოლარს შეადგენს. წინასწარი გათვლებით, ახალი არხის გამტარუნარიანობა წელიწადში 85 ათას გემს შეადგენს.
2019 წლის დეკემბერში თურქეთის ლიდერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „სტამბოლზე“ არ უნდა გავრცელდეს მონტრეს კონვენცია, რომელიც თურქეთის სრუტეებით სამხედრო გემების გავლას არეგულირებს. თურქეთის ოპოზიცია, მათ შორის სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის.
მთავარი თემები

Related Keywords

Tbilisi ,Georgia General ,Georgia ,Istanbul ,Turkey , ,Erdogan Istanbul Channel ,Erdogan Channel ,New Channel ,December Turkey ,Turkey Military ,Istanbul Mary ,ஜார்ஜியா ,இஸ்தான்புல் ,வான்கோழி ,புதியது சேனல் ,டிசம்பர் வான்கோழி ,வான்கோழி இராணுவம் ,

© 2024 Vimarsana

comparemela.com © 2020. All Rights Reserved.