comparemela.com


ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები კოვიდ-რეგულაციების აღსრულების გამკაცრებასა და შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ინფიცირების შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებლის გამო მედიკოსები უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს ქვეყანაში რიგი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციით მიმართავენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, გართულებული ეპიდვითარების ფონზე აუცილებელია ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება, ასევე რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებული პირების, ან მოქალაქეების წინასწარი ტესტირების საფუძველზე დაშვება. 
©
AP Photo / Mary Altaffer
სპეციალისტები მომდევნო კვირას ვაქცინაციისა და ინფიცირების თვალსაზრისით გადამწყვეტს უწოდებენ. მათი ინფორმაციით, დაკმაყოფილდება თუ არა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ეს უახლოესი დღეების მონაცემებზეა დამოკიდებული.
როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, მომდევნო დღეებში ინიფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება – ქვეყანა ჯერ კიდევ არ მისულა მეოთხე ტალღის პიკამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად კლინიკებში 6 ათასზე მეტი კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, ჯანდაცვის სისტემის მაქსიმუმი კი 8 ათასი საწოლია. პარალელურად გრძელდება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი. 
„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არის გავრცელებული ახალი „ინდური“ შტამი, რომელიც ძალიან მალე ჩაანაცვლებს ყველა არსებულ შტამს. ერთადერთი გამოსავალი, რომ შევძლოთ ეს დრო სწორად გამოვიყენოთ და შემოდგომის სეზონზე არ მივიღოთ კიდევ უფრო რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები“, – განაცხადა „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ.
რეგულაციების დაწესების და თავის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც. მისი თქმით, იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალია ე.წ. დელტა შტამის გავრცელება, ტურისტების შემოსვლა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. 
photo : press-service of the Parliament of Georgia
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისათვის სულ აცრილია 523.466 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 165.084 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 4.827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდნობამ 428 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 388 ათსზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 5.910 პირი.
ამ დროისათვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
თემები:

Related Keywords

Tbilisi ,Georgia General ,Georgia , ,United Kingdom ,Coordination Council ,Mercedes ,New Indian ,Medical Center ,Aids Center ,ஜார்ஜியா ,ஒன்றுபட்டது கிஂக்டம் ,ஒருங்கிணைப்பு சபை ,மெர்சிடிஸ் ,புதியது இந்தியன் ,மருத்துவ மையம் ,

© 2024 Vimarsana

comparemela.com © 2020. All Rights Reserved.